Belive

მილუოკიმ იუტას მოუგო - მამუკელაშვილმა 23 წუთი ითამაშა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსმა'' ,,იუტა ჯაზს'' უმასპინძლა და 26-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 123:97 დაამარცხა.

,,მილუოკის” შემადგენლობაში 23 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 3 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრომ 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. ,,ბაქსს” 22 ქულით, 14 მოხსნითა და 1 პასით ბობი პორტისმა ულიდერა.

,,ჯაზის” რიგებში 18 ქულით, 4 მოხსნითა და 2 ასისტით ლაური მარკანენი გამოირჩა.

,,მილუოკი” 21 მოგებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე პოზიციაზეა, ,,იუტა” კი 17 მოგებითა და 15 მარცხით დასავლეთში მე-8 ადგილს იკავებს.

სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას სამშაბათს, 20 დეკემბერს, ,,ნიუ ორლეანს პელიკანსის” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები