Belive

სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი | სან ანტონიო დალასთან დამარცხდა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიო სპურსი" "დალას მავერიქსთან" 144:119 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი 14 ქულა ჩააგდო, ამასთან ერთად მან 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი მიითვალა, ეს ყველაფერი 14:33 წუთში მოახერხა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ლუკა დონჩიჩმა დააგროვა, სლოვენიელმა კალათბურთელმა სამმაგი დუბლი გაიფორმა: 39 ქულა, 12 მოხსნა და 10 ასისტი. "დალას მავერიქსის" რიგებიდან კარგი მატჩი ჰქონდა ტიმ ჰარდევეის, მან 23 ქულა 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სანდროს თანაგუნდელებიდან ყველაზე შედეგიანი ჯერემი სოჩანი გახდა 23 ქულით 9 მოხსნით და 4 ასისტით.

სხვა სტატიები