Belive

მილუოკიმ გოგა ბითაძის ორლანდო მარტივად დაამარცხა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "მილუოკისა" და "ორლანდოს" დაპირისპირება შედგა. მილუოკიში, "Fiserv Forum"-ზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 139:117 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართული დაპირისპირება არ შედგა. NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი, ESPN-ი და SBNATION-ი ერთხმად ადასტურებენ, რომ "ბაქსმა" მამუკელაშვილის გუნდიდან გაშვება ოფიციალურად მოითხოვა, რის შემდეგაც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ვარსკვლავთან კონტრაქტი გაწყვიტა.

"ორლანდოში" ახლადგადასულ გოგა ბითაძეს კი მცირე სათამაშო დრო მიეცა. პარკეტზე გატარებულ 04:33 წუთში ბითაძემ 3 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ "მილუოკი ბაქსი" ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში იმყოფება და ზედიზედ 16-მატჩიანი მოგებათა სერიით, აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

სხვა სტატიები