მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში - ტორონტომ ბრუკლინი დაამარცხა
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესეზონის ბოლო მატჩში, ტორონტომ ბრუკლინს უმასპინძლა და 119:114 გაიმარჯვა.
სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტოს რიგებში შედეგიანი მატჩი ჩაატარა - მამუმ 17:34 წუთში 10 ქულის, 5 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
როგორც აღვნიშნეთ, ტორონტომ პრესეზონის ბოლო მატჩი ითამაშა. მთლიანობაში კანადელებმა 6 მატჩი ჩაატარეს (4 მოგება, 2 მარცხი).
ტორონტო რეგულარული სეზონის პირველ მატჩს, 23 ოქტომბერს, ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ გამართავს.