Belive

მილუოკიმ ატლანტას მოუგო და სერიაში გაათანაბრა (მიმოხილვა)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსმა'' ,,ატლანტა ჰოუქსი'' შინ 34-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 125:91 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ,,მილუოკის'' იანის ანტეტოკუმპომ ულიდერა, რომელმაც 29 წუთში 25 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 22 ქულა, 7 ასისტი, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე. ,,ატლანტას'' შემადგენლობაში 15 ქულით, 3 პასით, 2 მოხსნითა და 2 ჩაჭრით ტრეი იანგი გამოირჩა. გუნდებს შორის მომდევნო მატჩი ორშაბათს, 28 ივნისს, ატლანტაში გაიმართება.
შეხვედრის მიმოხილვა:

სხვა სტატიები