Belive

მილუოკი 128:119 ინდიანა - ბითაძემ პეისერსი მარცხისგან ვერ იხსნა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "მილუოკი" "ინდიანას" დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 128:119 დასრულდა. NBA-ს ქართველი გულშემატკივრისათვის აღნიშნული მატჩი იმ გარემოებითაც იყო საინტერესო, რომ მასში ორი ქართველი კალათბურთელი მონაწილეობდა. სანდრო მამუკელაშვილმა "მილუოკის" შემადგენლობაში 10:19 წუთი დაჰყო პარკეტზე და ამ დროის განმავლობაში 6 ქულისა და 2 მოხსნის შესრულება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილმა სამიდან სამი 2-ქულიანი ზუსტად შეასრულა. "ინდიანას" რიგებში გოგა ბითაძეს გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიეცა. "პეისერსის" ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 25:14 წუთი დაჰყო. 12 ქულით, 6 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით, ბითაძე საკუთარ გუნდში მესამე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, თუმცა მისმა კარგმა თამაშმა "პეისერსი" მარცხისგან ვერ იხსნა. "ბაქსის" გამარჯვებაში ლომის წვლილი იანის ანტეტოკუნმპომ დაიდო. ლიდერმა 36:08 წუთში 50 ქულის, 14 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები