Belive

მეათედ ისტორიაში - ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მასპინძელი გერმანია 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:91 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

სკარიოლოს გუნდს 29 ქულით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 მოხსნით ლორენცო ბრაუნმა ულიდერა. 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი იყო ვილი ერნანგომესის ანგარიშზე.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 30 ქულით, 8 ასისტით, 2 ჩაჭრითა და 1 მოხსნით დენის შროდერი გამოირჩა. 15 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა ანდრეას ობსტმა.

ესპანეთი ევრობასკეტის ფინალში მეათედ ითამაშებს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონებისთვის კონტინენტის პირველობა ტრიუმფით სამჯერ დასრულდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელთა მეტოქე საფრანგეთი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში პოლონეთს მოუგო. ფინალური მატჩი კვირას, 22:30 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები