Belive

მე-3 მარცხი ევროპის თასზე - თსუ-მ გოტინგენთან 1 ქულით წააგო

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ფიბა ევროპის თასის I ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში ,,თსუ'' გერმანულ ,,გოტინგენთან'' შინ 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 85:86 დამარცხდა.

ქართული გუნდი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო და მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე 1 ქულით იგებდა კიდეც, თუმცა მეტოქემ ბოლო შეტევაში 2-ქულიანი ჩააგდო, რაც გადამწყვეტი გამოდგა.

,,თსუ-ს'' შემადგენლობაში 31 ქულით, 6 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით რატი ანდრონიკაშვილი გამოირჩა. 17 ქულას, 6 მოხსნას, 1 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი კახაბერ ჯინჭარაძემ.

,,გოტინგენს'' 17 ქულით, 7 მოხსნითა და 3 პასით დეონდრე ბარნსმა ულიდერა.

,,თსუ-ს'' ანგარიშზე 4 ტურის შემდეგ, 1 მოგება და 3 წაგებაა. ქართული გუნდი ევროპის თასის მომავალ შეხვედრას 15 ნოემბერს, ,,კერავნოსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები