Belive

საოცარი ქამბექი | ქუთაისმა 0:2-დან მოახერხა და სერია შემოატრიალა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პლეი-ოფის ფინალი ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა, სერია მე-5 მატჩამდე მივიდა. გადამწყვეტ მატჩში ქუთაისმა თბილისის თსუ 93:82 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი სერიას 0:2-ს აგებდა, მაგრამ შეძლო და 3:2 მოიგო.

მატჩში ყველაზე მეტი ქულა ორმაგ დუბლთან ერთად გიორგი კორსანტიამ მიითვალა, მის ანგარიშზე 30 ქულა და 10 მოხსნა იყო, ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა აკაკი დვალიშვილმა - 23 ქულა, 14 მოხსნა.

თსუ-ს რიგებიდან 19-19 ქულა ჰქონდათ ალექსანდრე ფევაძეს და ტომას დავონტრის.

ქუთაისმა 28 წლის წინ დაფიქსირებული შედეგი გაიმეორა. 1997 წელს თბილისის ვითა 0:2-ს აგებდა რუსთავის აზოტთან და ზედიზედ 3 მოგების შემდეგ ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ ფინალურ სერიაში მე-5 მატჩი არაერთხელ დაფიქსირდა, თუმცა არასდროს ყოფილა, რომ სერიაში 0:2 ჩამორჩენილ გუნდს გაემარჯვოს.

სხვა სტატიები