მძიმე დარტყმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ - სლოვენიას კაპიტანი გამოაკლდა
2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, სლოვენიის ნაკრებმა მორიგი დარტყმა მიიღო. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ედო მურიჩს მუხლის მყესები დაუზიანდა, რის გამოც სლოვენიელთა კაპიტანი პარკეტზე გასვლას მინიმუმ ოქტომბრამდე ვერ შეძლებს.
გორან დრაგიჩის მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ (37 წლის ვარსკვლავმა ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა), მურიჩის დანაკლისი სლოვენიელთა ბანაკს რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს.
Cedevita Olimpija won the Slovenian League title on Saturday but sad news reached both the club and the Slovenian national team.
— BasketNews (@BasketNews_com) June 11, 2023
Edo Muric has suffered a serious injury: https://t.co/ucipgALERp
შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირება.