Belive

მანუჩარ მარკოიშვილმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი მატჩი მოიგო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა, მანუჩარ მარკოიშვილმა, 'მონაკოში' მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, პირველი მატჩი მოიგო. მარკოიშვილი ფრანგული მონაკოს მთავარი მწვრთნელობის მოვალეობის შემსრულებლად 18 ნოემბერს დაინიშნა, დღეს კი, სადებიუტო შეხვედრაში, ევროლიგის მე-11 ტურში "ლიონი" დაამარცხა (103:92). მანუჩარმა საშა ობრადოვიჩი შეცვალა, რომელმაც კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

მონაკომ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მე-7 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილის მე-7 ადგილზეა. მარკოიშვილის გაწრთვნილი გუნდი 29 ნოემბერს, სტუმრად "პანათინაიკოსს" დაუპირისპირდება,

სხვა სტატიები