Belive

მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელი იქნება

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო კლუბმა, ,,მონაკომ'' მთავარ მწვრთნელთან, საშა ობრადოვიჩთან, კონტრაქტი გაწყვიტა.

ფრანგული გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ,,მონაკოს'' დროებითი მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი გახდა, რომელიც ობრადოვიჩთან ერთად სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

,,მონაკომ და საშა ობრადოვიჩმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს. მასთან ერთად ჩვენი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა, გარდა ამისა, მოიგო თასი და ევროლიგის ფინალურ ოთხეულში ითამაშა. საშას მადლობას ვუხდით შესრულებული სამუშაოსთვის.

მონაკოს დროებითი მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი იქნება.'' - წერია მონაკოს განცხადებაში

ევროლიგის 10 ტურის შემდეგ, ,,მონაკო'' 6 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა, საფრანგეთის ჩემპიონატში კი მე-5 ადგილს იკავებს.

მარკოიშვილის გუნდი მომავალ მატჩს 21 ნოემბერს, ,,ლიონის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები