Belive

მანუ ჯინობილი კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

უკვე ოფიციალურად არგენტინელი კალათბურთის ლეგენდა მანუ ჯინობილი კალათბურთის დიდების დარბაზის წევრია. მანუ საზოგადოების წინაშე ტიმ დანკანმა წარადგინდა. ჯინობილი კარიერის განმავლობაში ევროლიგისა და NBA-ს გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, არგენტინის ნაკრებთან ერთად, ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

"სპურსი" ჩემთვის ერთი დიდი და ძლიერი ოჯახი იყო"- თქვა ჯინობილმა, რომელმაც, მის მწვრთნელზე, გრეგ პოპოვიჩზეც ისაუბრა.

„პოპ, რა შემიძლია ვთქვა? შენ ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვის, მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთ, რომ ვერასოდეს გადაგიხდი საკმარის მადლობას“

სხვა სტატიები