მამუკელაშვილსა და ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცათ
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "მილუოკისა" და "საკრამენტოს" დაპირისპირება შედგა.
მილუოკიში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 126:113 დასრულდა. "ბაქსის" ქართველ ფორვარდს - სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა. მამუმ პარკეტზე 1:18 წუთი დაჰყო ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სროლის შესრულება შეძლო, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა.
პარალელურ შეხვედრაში, "მინესოტა" "ინდიანას" დაუპირისპირდა. მინეაპოლისში გამართულ დაპირისპირებაში, მასპინძლებმა 121:115 გაიმარჯვეს.
"პეისერსის" შემადგენლობაში გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 2:13 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოასწრო.
final. pic.twitter.com/9iLi56tqhG
— Indiana Pacers (@Pacers) December 8, 2022