NBA-ს მოქმედი ჩემპიონი "მილუოკი" "ოკლაჰომას" ესტუმრა და 27 ქულიანი სხვაობით, 115:142 დაამარცხა.
აღსანიშნავია ის ამბავი, რომ "მილუოკის" ქართველი კალათბურთელი - სანდრო მამუკელაშვილი G ლიგიდან კვლავ NBA-ში დაბრუნდა და სათამაშო დროც მიეცა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე არასრული 9 წუთი ითამაშა, სადაც თავი სროლის 100%-იანი სიზუსტით გამოიჩინა.
8 წუთში, მამუკელაშვილის ანგარიშზე 8 ქულა და 4 მოხსნა იყო. ქართველმა კალათბურთელმა ორიდან ორი სამქულიანი გამოიყენა და 2 საჯარიმო სროლაც ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +6 ჰქონდა.
მოქმედი ჩემპიონი, შემდეგ მატჩს "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ 10 თებერვალს გამართავს.