მამუკელაშვილის ზუსტი 2-ქულიანები და საუკეთესო მატჩი სეზონში - სან ანტონიომ იუტას მოუგო
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,იუტა ჯაზი'' სტუმრად 18-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 106:88 დაამარცხა.
შედეგიანი მატჩი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც 10:40 წუთში 10 ქულა (ყველაზე მეტი მიმდინარე სეზონში) და 1 მოხსნა მოაგროვა.
სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
,,სან ანტონიოს'' შემადგენლობაში 25 ქულით, 9 მოხსნით, 7 ასისტით, 5 ჩაჭრითა და 5 დაფარებით ვიქტორ ვემბანიამა გამოირჩა. 19 ქულა, 10 პასი, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო კრის პოლის ანგარიშზე.
,,სპურსი'' 2 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-14 პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას 3 ნოემბერს, ,,მინესოტას'' წინააღმდეგ გამართავს.