Belive

მამუკელაშვილის ციფრული კრიპტოსურათი NFT აუქციონზე იყიდება

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

NFT ციფრული აქტივების შექმნისა და ვაჭრობისათვის უამრავ შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე სამყაროში სულ უფრო პოპულარული ხდება და პრაქტიკულად ყველა სფეროს ეხება.

სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც NFT აუქციონზე, ხელოვნების ნიმუშებთან ერთად, სხვადასხვა სპორტის სახეობის ვარსკვლავთა ციფრული კრიპტოსურათები ჩნდება. გამონაკლისი არც სანდრო მამუკელაშვილი აღმოჩნდა - "მილუოკი ბაქსისა" და საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდის ციფრული ფოტოსურათის შეძენა $100 დოლარადაა შესაძლებელი.

მამუკელაშვილის ციფრული კრიპტოსურათის შეძენას paniniamerica-ს გვერდზე შეძლებთ. შეგახსენებთ, აუქციონის დასრულებამდე, დაახლოებით 12 საათია დარჩენილი.



"სანდრო მამუკელაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ცენტრთან შედარებით მაღალია, მამუკელაშვილი შემზარავი პლეიმეიქერია. "სეტონ ჰოლში" ფორვარდის პოზიციაზე თამაშის დრო, იგი საშუალოდ 3.2 შედეგიან გადაცემას ასრულებდა. NBA-ში დებიუტის დროს, ახალწვეულს პროფესიონალურ დამხმარედ ჯორდან ნვორა მოევლინა", - აღნიშნულია მამუკელაშვილის კრიპტოსურათზე.

შეგახსენებთ, 2022 წლის სექტემბერში, საქართველოს რაგბის კავშირმა 50 უნიკალური NFT ბარათი გამოუშვა.

იტალიასთან მოგებული მატჩის აღსანიშნავად, საქართველოს რაგბის კავშირმა პლატფორმა Enefty-სთან ერთად გამოუშვა 50 უნიკალური NFT ბარათი – ექსკლუზიურად შექმნილი ქართველი მორაგბის ნონო (ნოდარ) ანდღულაძის მიერ, კოლექცია მოიცავს ნაკრების 5 მორაგბის სხვადასხვა ხარისხის ბარათებს.

სხვა სტატიები