Belive

მამუკელაშვილის სუპერ მატჩი | ტორონტომ საკრამენტოს მოუგო

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ტორონტო რაპტორსმა საკრამენტო კინგსი სტუმრად 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 122:109 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში მეცხრედ ტორონტოს ძირითად ხუთეულში იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 32 წუთში 22 ქულა, 9 მოხსნა (ყველაზე მეტი ტორონტოს რიგებში ჯონათან მოგბოსთან ერთად) და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 26 წლის კალათბურთელმა 8-დან 3 სამქულიანი, 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ერთ მატჩში მოპოვებული 22 ქულა მიმდინარე სეზონში სანდროსთვის მე-3 საუკეთესო შედეგია. უფრო მეტი, 24 და 23 ქულა მამუკელაშვილმა ბოსტონისა და ვაშინგტონის წინააღმდეგ მიითვალა.

ტორონტოს 23 ქულით, 8 მოხსნით, 7 პასით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით სკოტი ბარნსმა ულიდერა, 23 ქულა, 4 ასისტი და 3 მოხსნა იყო ბრენდონ ინგრემის ანგარიშზე.

რაპტორსი, რომელიც 27 მოგებითა და 19 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას შაბათს, 24 იანვარს, პორტლენდის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები