Belive

მამუკელაშვილის სან ანტონიოში დარჩენას SAN ANTONIO EXPRESS NEWS გამოეხმაურა

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

"გთოვთ უთხარით მათ რომ დაბრუნება მსურს". "სპურსმა" მამუკელაშვილის თხოვნა შაბათს დაუკმაყოფილა და კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

208 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე მოთამაშე "სან ანტონიოს" მიერ შეთავაზებულ ერთწლიან კონტრაქტს დათანხმდა. ქართველმა ცენტრმა 2-მილიონიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. "მამუ" ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოთი აღნიშნა, სადაც "სპურსის" ფორმა აცვია. - წერს SAN ANTONIO EXPRESS NEWS.

მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით გუნდზე "სპურსზე" დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის საშუალოდ 10.8 ქულას, 68 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა. აღსანიშნავია, რომ ტექსასურ კლუბში სანდრომ  19 მატჩი ჩაატარა და აქედან 7 სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

"ის ათლეტურია, დიდი ზომის და ევროპელია, რაც მაიძულებს შემიყვარდეს. ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები წარმოუდგენლად კარგად არიან მომზადებულები და საერთო ჯამში უკეთ ესმით თამაში, ვიდრე ამერიკელების უმეტესობას. ის ბურთის გარეშე კარგად მოძრაობს, კარგად ისვრის, შეუძლია პასი, აქვს კარგი სიჩქარე. მე მასში ყველაფერი მომწონს. მას კარგი იუმორის გრძნობაც აქვს და მასთან გატარებული ყოველი წუთით სიამოვნებას ვიღებ." - განაცხადა გრეგ პოპოვიჩმა ჯერ კიდევ მარტში.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი NBA-ში პირველად "ინდიანაში" აღმოჩნდა, როცა ის 54-ე ნომრად აირჩიეს. ამის შემდეგ სანდრო "ბაქსში" წავიდა, სადაც ძალიან ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა. საბოლოოდ, "მამუ" "სან ანტონიოს" რიგებში აღმოჩნდა, სადაც ფეხი კარგად მოიკიდა და ამაზე მის მიერ დაფიქსირებული შედეგებიც კარგად მეტყველებს.

სხვა სტატიები