Belive

გოგა ბითაძის ორლანდომ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულაური სეზონის მე-14 შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ არენაზე "ფილადელფია სიქსერსს" უმასპინძლა და მეტოქე დაბალშედეგიან შეხვედრაში, ანგარიშით 98:86 დაამარცხა. ორლანდოს კარგი სერია აქვს, გუნდმა უკვე ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო, თანაც იმ ფონზე, რომ ტრავმირებულები არიან გუნდის ლიდერები: პაოლო ბანკერო და ვენდელ კარტერი.

იმის გამო, რომ მეჯიქის ძირითადის ცენტრი, კარტერი იძულებით ტოვებს თამაშებს, სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძე იწყებს. ქართველმა ფილადელფიასთან 26 წუთი ითამაშა და მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა. გოგამ 2 ქულა, 4 მოხსნა. 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მოაგროვა. მან მხოლოდ ერთხელ ისროლა და ისიც ზუსტი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ბითაძემ 5-ჯერ დაკარგა ბურთი.

ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილზეა, ჯამალ მოსლის გუნდს 8 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს, მეჯიქი მომდევნო შეხვედრას სტუმრად, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები