სან ანტონიო ბოსტონთან დამარცხდა | სანდრომ 17 წუთი ითამაშა
3 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "ბოსტონ სელტიკსთან" 111:121 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 16:34 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
ორმაგი დუბლი გაიფორმა და ყველაზე მეტი 29 ქულა, 10 მოხსნასთან ერთად ჰქონდა ჯეისონ ტეიტუმს, 23 ქულა კელდონ ჯონსონმა ჩააგდო.
"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 31 მოგებით და 42 მარცხით მე-13 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 31 მარტს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს.