Belive

მამუკელაშვილის 15 ქულა - სპურსმა რთული მატჩი მოიგო

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ნიუ ორლეანსისა" და "სან ანტონიოს დაპირისპირება გაიმართა. ნიუ ორლეანსში, "Smoothie King Center"-ში გამართული დაძაბული და სანახაობრივი მატჩი, მასპინძლების მარცხით, 109:111 დასრულდა.

"სპურსის" რიგებში სანდრო მამუკელაშვილს სათამაშოდ 27 წუთი მიეცა და ქართველმა ლეგიონერმა ეს დრო შესანიშნავად გამოიყენა - მამუკელაშვილმა 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა და "სპურსის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სანდრომ 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა.

შედეგიანი მატჩი ჰქონდა ვიქტორ ვემბანიამას, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა. ვემბიმ 17 ქულა, 12 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა.

დასავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსან "სან ანტონიოს" რეგულარული სეზონის დასრულებამდე კიდევ 4 მატჩი აქვს ჩასატარებელი. "სპურსი" სტუმრად "მემფისსა" და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო ორ მატჩში ჯერ "დენვერს", შემდეგ კი "დეტროიტს" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები