მამუკელაშვილი კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა, ბითაძეს მცირე დრო მიეცა!
1 ნოემბერს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მატჩები გაიმართა.
NBA-ის ქართველი გულშემატკივრისათვის, განსაკუთრებით საინტერესო 2 მატჩი აღმოჩნდა, რომელშიც "ინდიანა პეისერსი" და "მილუოკი ბაქსი" ასპარეზობდნენ.
"ბრუკლინი" გოგა ბითაძის "ინდიანას" დაუპირისპირდა და 116:109 დაამარცხა. "პეისერსის" ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 7:48 დაჰყო და ამ დროის განმავლობაში ურიგოდ არ გაისარჯა. მცირე დროში, ბითაძის მონაგარი 2 ქულას, 3 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას შეადგენს.
Kevin Durant vs Indiana:
— Fran Leiva NBA (@franleiva_hoops) November 1, 2022
36 PTS
9 REB
7 AST
1 STL
1 BLK
13/22 FG
Haciendo TODO para Brooklyn pic.twitter.com/p4rq8KMKD8
"მილუოკისა" და "დეტროიტის" დაძაბული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 110:108 დასრულდა. "ბაქსის" გამარჯვებაში, ლომის წილი გუნდის ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 31:43 წუთში, 31 ქულის, 7 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
სანდრო მამუკელაშვილს "მილუოკი ბაქსის" რიგებში ასპარეზობის შესაძლობა კვლავ არ მიეცა.