Belive

"მამუკელაშვილი ევროპული კალათბურთისვის იდეალური მოთამაშეა" - Super Basket

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ავტორიტეტული ბერძნული სპორტული მედია საშუალება Super Basket-ი სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და "სან ანტონიოს" მძიმე ფორვარდი, ევროპაში დაბრუნების შემთხვევაში, ნებისმიერი კლუბის სასტარტო ხუთეულში მარტივად მოხვდება.

Super Basket-მა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოასპარეზე ის მძიმე ფორვარდები დაასახელა, რომელთაც ევროპაში ბრწყინვალე კარიერა ელით და განსაკუთრებული აქცენტი სანდრო მამუკელაშვილზე გააკეთა.

"მილუოკიდან" წასვლის შემდეგ, ქართველმა მძიმე ფორვარდმა მალევე შეძლო იმის ჩვენება თუ რამდენად კარგია. პარკეტზე გატარებულ 23 წუთში, მამუკელაშვილი საშუალოდ 10.8 ქულასა და 6.7 მოხსნას აგროვებდა. მან შეძლო და მოიპოვა "სპურსის" ნდობა, რომლისგანაც გარანტირებული კონტრაქტი დაიმსახურა. ახლა, როდესაც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, მისი მომავალი გაურკვეველია. მიუხედავად ამისა საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ კარიერა კვლავ NBA-ში გააგრძელოს. აღსანიშნავია, რომ მამუ ევროპული კალათბურთისთვისაც იდეალური მოთამაშეა. მისი დამატებით ნებისმიერი ევროპული კლუბი მოგებული დარჩება", - Super Basket.

სხვა სტატიები