Belive

მაკფადენის 27 ქულა და გამარჯვების ორქულიანი უნიკახასთან მატჩში

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის 23-ე ტურში ,,მურსიამ” ,,უნიკახა” სტუმრად 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:87 დაამარცხა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,მურსიას” უკანახაზელმა, თად მაკფადენმა, რომელმაც არასრულ 26 წუთში 27 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მოაგროვა. მაკფადენმა 10-დან 6 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო (ტიმ აბრომაიტისთან ერთად). თადმა მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე, როცა მისი გუნდი ერთი ქულით აგებდა, გადამწყვეტი 2-ქულიანი ჩააგდო. ,,მურსია” 11 მოგებითა და 8 მარცხით სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციაზეა. მაკფადენის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 მარტს, ,,სან პაბლო ბურგოსის” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები