Belive

მაკფადენი საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი ფიბას საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია. გასულ სეზონში 33 წლის კალათბურთელმა "ბურგოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, რითაც აღნიშნულ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. 7 თებერვალს, ბუენოს აირესში, ფინალურ მატჩში არგენტინული “ქუისმა” ესპანურმა კლუბმა 82:73 დაამარცხა და საპატიო ტიტულის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ეს თასი გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მოიგო. მაკფადენმა 26:29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 5 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მატჩის MVP თადის თანაგუნდელი ვიქტორ ბენიტე გახდა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა დაგროვდა.  

თადმა არგენტინული გუნდი პერიმეტრიდან დაბომბა - ამერიკელს პირველ ტაიმში 14 ქულა ჰქონდა

წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები