Belive

ლუკა დონჩიჩმა კარიერის მატჩი ჩაატარა | 73 ქულა ატლანტა ჰოუქსთან

3 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ლუკა დონჩიჩმა და ჯოელ ემბიდმა ერთ კვირაში გააკეთეს ის, რაც მხოლოდ რვა სხვა მოთამაშემ გააკეთა NBA-ს ისტორიაში - 70-ზე მეტი ქულა დააგროვეს თამაშში.

"დალას მავერიქსის" სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა "ატლანტა ჰოუქსთან" შეხვედრაში 73 ქულა დააგროვა, რაც NBA-ის ისტორიაში მე-4 საუკეთესო შედეგია. დალასმა ატლანტას 148:143 მოუგო.

მხოლოდ უილტ ჩემბერლენმა (100 ქულა და 78 ქულა 1960-იან წლებში) და კობი ბრაიანტმა (2006 წელს/ 81ქულა) ჩააგდეს იმაზე მეტი, ვიდრე დონჩიჩმა NBA-ის ერთ მატჩში. ლუკას გარდა გარდა, ჩემბერლენმა(2-ჯერ) და დევიდ ტომპსონმა (1978 წელს) დაასრულეს თამაში იმავე მაჩვენებლით (73 ქულით).

სლოვენიელი გახდა მე-10 მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 70 ქულა დააგროვა თამაშში და მეორე გასულ კვირაში მას შემდეგ, რაც ემბიდმა, "ფილადელფია სიქსერსის" ცენტრმა, ორშაბათს "სან ანტონიო სპურსთან" გამარჯვებისას 70 ქულა ჩააგდო. დონჩიჩმა თამაშიდან ნასროლი 33-დან 25-ჯერ ჩააგდო, ამის გარდა 10 მოხსნა და 7 პასიც მიითვალა. 73 ქულა აქამდე დალასიდან არავის დაუგროვებია და ეს შედეგი ლუკას პირადი რეკორდიც არის, ამ დრომდე მისი მაქსიმუმი 60 ქულა იყო.

დონჩიჩის 73 ქულა ჰოუქსთან:

სხვა სტატიები