ლუკა დონჩიჩმა დალასის ყველა წევრს ელექტრო ველოსიპედი აჩუქა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ლუკა დონჩიჩმა "დალას მავერიქსის" ყველა წევრს, თანაგუნდელებისა და სტაფის წევრების ჩათვლით, საშობაო საჩუქარი გაუკეთა.
მავერიქსის ვარსკვლავმა თითოეულს მათგანს მერსედესის ელექტრო ველოსიპედები უყიდა. ერთი ველოსიპედის ფასი 2500-დან 3000 დოლარამდე მერყეობს. მოთამაშეებსა და მწვრთნელს საჩუქრები "სან ანტონიოსთან" გამარჯვების (144:119) შემდეგ, გასახდელში დახვდათ.
გასახდელში შევედით და რამდენიმე რიგად ჩამწკრივებული ველოსიპედები დავინახეთ. აი, რას ნიშნავს სიყვარული, ეს შესანიშნავი საჩუქარია. შობას ყველას სიამოვნებს სხვა ადამიანის ბედნიერების ნახვა. მატჩის შემდეგ ერთმანეთთან ცოტა დრო გავატარეთ, რადგან ერთი სული გვქონდა ველოსიპედებით გაგვესეირნა - აღნიშნა "მავერიქსის" მცველმა, დანტე ექსუმმა
Luka Claus strikes again 🚲 @luka7doncic gifted the team and staff their own e-bikes for Christmas 🎁🎄 #MFFL pic.twitter.com/7XoSDb0c7B
— Dallas Mavericks (@dallasmavs) December 24, 2023