საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც სტარტს იაპონიაში 25 აგვისტოს აიღებს.
საქართველოს ნაკრების 12-კაციანი განაცხადი
გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძელაძე, თად მაკფადენი, თორნიკე შენგელია.
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/68775/Capture.png)
შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება.