Belive

ლეიკერსმა რეგულარული სეზონი კარგად დაიწყო | ჯეიმსების პირველი ოფიციალური მატჩი

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA დაიწყო და რეგულარული სეზონის პირველი მატჩებიც გაიმართა. დასავლეთ კონფერენციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზი" 110:103 დაამარცხა. ამ შეხვედრით ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი რეკორდი დამყარდა, მამა-შვილმა ჯეიმსებმა NBA-ს რეგულარული სეზონის ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშეს და ზოგადად კალათბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მამამ და შვილმა ერთად იასპარეზეს.

მატჩში 36 ქულით საუკეთესო იყო ენტონი დევისი, მან 16 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა. "ლეიკერსიდან" 18 ქულა რუი ჰაჩიმურას ჰქონდა, ხოლო 16 ლებრონ ჯეიმსს, დღევანდელ შეხვედრაში ბრონის ძალიან ცოტა დრო მიეცა და 2:41 წუთში მხოლოდ 1 მოხსნა მიითვალა.

"მინესოტას" მხრიდან საუკეთესო იყო ენტონი ედვარდსი, მან 27 ქულის ჩაგდება მოახერხა.

პირველი შეხვედრა აღმოსავლეთ კონფერენციაშიც გაიმართა, სადაც "ბოსტონ სელტიკსი" "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდა. ბოსტონელებმა მეტოქე 132:109 დაამარცხეს.

მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა და ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა ჯეისონ ტეიტუმს - 37 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა. "ბოსტონიდან" 24 ქულა დააგროვა დერიკ ვაითმა, ხოლო 23 ჯეილენ ბრაუნმა.

"ნიუ იორკ ნიქსიდან" 22-22 ქულა ჩააგდეს ჯეილენ ბრანსონმა და მაილს მაკბრაიდმა.

სხვა სტატიები