Top 10 - ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები
სპორტულმა ბიზნეს-პორტალმა Sportico-მ ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები დაასახელა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ტოპ 50-ეულში სპორტსმენების საერთო შემოსავალი ინფლაციის გათვალისწინებით 53,2 მილიარდი დოლარია, რეიტინგში 16 ქვეყნისა და სპორტის 8 სახეობის წარმომადგენელია გაერთიანებული.
სიას ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანი ლიდერობს, რომლის ანაზღაურებამ, კარიერის განმავლობაში, 4,15 მილიარდი დოლარი (ინფლაციის გათვალისწინებით) შეადგინა.
ყველა დროის ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი 2,23 მილიარდი დოლარით კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც საერთო რეიტინგში მე-3 ადგილზეა.
რონალდუს გარდა, Top 10-ეულში კიდევ ორი ფეხბურთელია - ლეო მესი (1,85 მილიარდი დოლარი) და დევიდ ბექჰემი (1,61 მილიარდი დოლარი).
საინტერესოა, რომ 50-ეულში ერთადერთი ქალი სპორტსმენია და ეს სერენა უილიამსია. ამერიკელი ჩოგბურთელი 660 მილიონი დოლარით მე-40 ადგილს იკავებს.
როგორც Sportico წერს, რეიტინგის შედგენისას პორტალმა სპორტსმენების ხელფასები, პრიზები, პრემიები, სპონსორებისგან მიღებული ანაზღაურება და კომერციულ პროექტებში მონაწილეობა გაითვალისწინა.
ყველა დროის ყველაზე მაღალანზღაურებადი სპორტსმენების Top ათეული ასე გამოიყურება:

რეიტინგი სპორტის სახეობების მიხედვით:
