ლეიკერსმა იუტა დაამარცხა | სანდრო მამუკელაშვილმა 13 წუთი ითამაშა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა იუტა ჯაზი 109:94 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა 13:24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი), 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა ლუკა დონჩიჩმა ჩააგდო, იუტას მხრირდან კი ორმაგი დუბლი გაიფორმა და საუკეთესო იყო კაილ ფილიპოვსკი - 21 ქულა, 12 მოხსნა.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში 15 მოგებით და 3 მარცხით მეორე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 28 ნოემბერს უშუალო კონკურენტის სან ანტონიო სპურსის წინააღმდეგ გამართავს.