Belive

ლეიკერსი ოკლაჰომასთან ისევ 18 ქულით დამარცხდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ნახევარფინალში ოკლაჰომა სიტი თანდერმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი, პირველი მატჩის მსგავსად, 18-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 125:107. შედეგად, სერიაში ანგარიში 2:0 გახდა.

ლოს ანჯელესურმა გუნდმა მეტოქეს პირველი ტაიმი მოუგო, თუმცა გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი აღმოჩნდა, რომელშიც მასპინძლები 13 ქულით გაიქცნენ.

ოკლაჰომას 22 ქულით, 2 მოხსნით, 2 პასითა და 1 ჩაჭრით შეი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, 22 ქულა, 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 ასისტი და 2 დაფარება იყო ჩეტ ჰოლმგრენის ანგარიშზე.

ლეიკერსის რიგებში 31 ქულით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 მოხსნით ოსტინ რივზი გამოირჩა. 23 ქულას, 6 პასს, 3 ჩაჭრასა და 2 მოხსნას მოუყარა თავი ლებრონ ჯეიმსმა.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა კვირას, 10 მაისს, ლოს ანჯელესში გაიმართება.