Belive

ლებრონის 25 ქულა - ლეიკერსმა კლიპერსი დაამარცხა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში, ლოს-ანჯელესური დერბი გაიმართა. "Crypto.com Arena"-ზე "ლეიკერსმა" "კლიპერსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 106:103 დაამარცხა.

"ლეიკერსს" ამჯერადაც გუნდის ლიდერმა - ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 38:07 წუთში 25 ქულის, 8 მოხსნისა და 7 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. შედეგიანი მატჩი ჰქონდა ენტონი დევისსაც, რომელმაც 22 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.

"კლიპერსის" რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე პოლ ჯორჯი გახდა (22 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი). ივიცა ზუბაჩმა კი 22 ქულასთან ერთად 19 მოხსნაც დააგროვა, მაგრამ "კლიპერსი" მარცხისგან ვერ იხსნა.

სხვა სტატიები