Belive

ლებრონ ჯეიმსის ბრწყინვალე სტატიტიკა | მეფე, როგორც ყველა სტადიაზე საუკეთესო

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
საკალათბურთო სამყაროს ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ თანამედროვე კალათბურთი ოქროს ხანაა, რომელსაც თავის მხრივ ისეთი ლეგენდარული კალათბურთელები ქმნიან, როგორებიც არიან - ლებრონ ჯეიმსი, კობი ბრაიანტი, კევინ დურანტი, სტეფ კარი, იანის ანტეტოკუნმპო, ლუკა დონჩიჩი და ა.შ. სწორედ ოქროს ხანის ეპოქაში, ლებრონ ჯეიმსი ფაქტებით ამტკიცებს, რომ კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ლებრონ ჯეიმსი, რომელსაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უამრავ გულშემატკივართან ერთად, საკმაოდ ბევრი "მოძულეც" ჰყავს, მათ შორის "ლეიკერსის" მხარდამჭერებიც. ლებრონმა "ლეიკერსთან" ერთად, 28 მარტს, "პელიკანსის" წინააღმდეგ, გასვლით მატჩში იასპარეზა. მეფემ პარკეტზე გატარებულ 41:38 წუთში, 9 მოხსნასთან, 5 შედეგიან გადაცემასთან და 1 ბლოკშოტთან ერთად, 39 ქულას მოუყარა თავი, რომლითაც მან კარიერულ ქულათა მაჩვენებელში 37,000-ს გადააჭარბა. ლებრონ ჯეიმსი ყველა დროის "მექულეთა" შორის მე-2 კალათბურთელია, მას მხოლოდ ლეგენდარული კარიმ აბდულ-ჯაბარი (38,387 ქულა) უსწრებს. საყურადღებოა, რომ ლებრონ ჯეიმსი ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელმაც 37,000 ქულამდე მიაღწია. ერთი შეხედვით, თითქოს განსაკუთრებული რეკორდული მაჩვენებელი ამაში არაფერია, რადგან 37,000 ქულაზე მეტი მხოლოდ 2 კალათბურთელს აქვს, თუმცა თუ ჩავუღრმავდებით, დავრწმუნდებით, რომ ლებრონი ფენომენალურ მაჩვენებელს აფიქსირებს: "მეფე" ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი იყო, რომელმაც ქვემოთმოყვანილ ქულათა ნიშნულს ყველაზე ახალგაზრდა ასაკში მიაღწია:
  • 1,000
  • 2,000
  • 3,000
  • 4,000
  • 5,000
  • 6,000
  • 7,000
  • 8,000
  • 9,000
  • 10,000
  • 11,000
  • 12,000
  • 13,000
  • 14,000
  • 15,000
  • 16,000
  • 17,000
  • 18,000
  • 19,000
  • 20,000
  • 21,000
  • 22,000
  • 23,000
  • 24,000
  • 25,000
  • 26,000
  • 27,000
  • 28,000
  • 29.000
  • 30,000
  • 31,000
  • 32,000
  • 33,000
  • 34,000
  • 35,000
  • 36,000
  • 37,000
37 წლის ასაკში ლებრონი კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია, წლევანდელ სეზონში მისი საშუალო ქულათა რაოდენობა თამაშის მანძილზე 30.1-ია, რაც იძლევა იმის ვარაუდის წინაპირობას, რომ მეფე ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდება...

სხვა სტატიები