Belive

ლებრონ ჯეიმსი და თავისი შვილი მომდევნო სეზონში ერთად ითამაშებენ

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ლებრონ ჯეიმსის შვილი ბრონი ჯეიმსი NBA-ს დრაფტზე 55 არჩევნად "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" აირჩია, ეს ინფორმაცია ლოს ანჯელესურმა გუნდმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა.

ბრონი ჯეიმსს აღნიშნული ინფორმაცია კლუბის გენერალურმა მენეჯერმა რობ პელინკამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმა ერთად შეატყობინეს.

NBA-ს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მომდევნო სეზონში ლებრონ ჯეიმსი და თავისი შვილი ერთად ითამაშებენ, აქამდე მამა-შვილს ერთად არ უთამაშიათ და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის ლიგაში შესანიშნავი რეკორდი დამყარდება.

სხვა სტატიები