Belive

კრის პოლი, რაჟონ რონდო და ბრენდონ ინგრამი დასაჯეს

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ESPN"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ლეიკერსისა" და "ჰიუსტონის" მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო ტეხასელების მცველი კრის პოლი დისკვალიფიცირებულია ორი მატჩით, ხოლო რაჟონ რონდო და ბრენდონ ინგრამი, შესაბამისად სამი და ოთხი მატჩის გამოტოვებით დაისაჯნენ. უსიამოვნო ინციდენტი მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მოხდა, როდესაც ინგრამმა ჯეიმს ჰარდენს ხელი უბიძგა. შემდეგ კი ხელჩართული ჩხუბი პოლსა და რონდოს შორის გაიმართა, რაშიც ინგრამიც ჩაერთო და კრის პოლს მუშტიც კი მოარტყა. საბოლოოდ ლებრონ ჯეიმსმა და სხვა კალათბურთელებმა სიტუაცია განმუხტეს, თუმცა მოთამაშეები დისკვალიფიკაციას მაინც ვერ გადაურჩნენ.

სხვა სტატიები