Belive

კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში დალასმა მინესოტა დაამარცხა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,დალას მავერიქსმა'' ,,მინესოტა ტიმბერვულვზს'' სტუმრად 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 108:105 მოუგო.

ტეხასური გუნდს 33 ქულით, 8 ასისტით, 6 მოხსნით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა. 30 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება იყო კაირი ირვინგის ანგარიშზე.

მასპინძელთა რიგებში 24 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ჯეიდენ მაკდენიელსი გამოირჩა.

გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა შაბათს, 25 მაისს, კვლავ მინეაპოლისში გაიმართება.

სხვა სტატიები