NBA-ის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესი კალათბურთელმა და ლოს-ანჯელეს "ლეიკერსის" ლეგენდამ, კობი ბრაიანტმა თავისი ფავორიტი საფეხბურთო კლუბი დაასახელა: "ჩემი გუნდი ყოველთვის "მილანი" იყო, მე როსონერო ვარ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელები ვან ბასტენი, პაოლო მალდინი, რუდ გულიტი, ფრენკ რაიკაარდი და ფრანკო ბარეზი არიან."
ჩამოთვლილი ფეხბურთელები იტალიური გრანდის შემადგენლობაში 80-იანი წლებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე თამაშობდნენ, როგორც ჩანს "შავი მამბა" ბავშობიდან ფეხბურთის აქტიური გულშემატკივარი იყო.