კობი ბრაიანტის საჩემპიონო ბეჭედი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდარული მოთამაშის კობი ბრაიანტის 2000 წლის NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი, რომელიც მან მამამისს აჩუქა აუქციონზე რეკორდულ 927 200 დოლარად გაიყიდა.
წინა რეკორდი ბილ რასელის მიერ 1957 წელს მოგებული საჩემპიონო ბეჭდის ფასი იყო, აღნიშნული ჯილდო 2021 წელს 705 000 დოლარად გაიყიდა.
ბეჭედზე სულ 40 ბრილიანტია და დამზადებულია 14 კარატიანი ოქროთი, მასზე გამოსახულია "ლეიკერსის" ლოგო, მეორე მხარეს კობის გვარი და ლოს ანჯელესური გუნდის რეგულარულ სეზონში მოგება/წაგების მაჩვენებელი (67-15). ქვედა მხარეს გამოსახულია ბრაიანტის 8 ნომერი, რომელიც მას კარიერის პირველ ნახევარში ეცვა.
2000 წელს ლეიკერსის მიერ მოპოვებული ტიტული ბრაიანტის ხუთი ჩემპიონატიდან პირველი იყო. ლოს ანჯელესურმა გუნდმა "ინდიანა პეისერსი" ექვს მატჩში დაამარცხა.
RECORD SALE FOR ANY NBA TITLE RING 🏀 💍
— Goldin (@GoldinCo) March 31, 2024
A 2000 Lakers Championship Players Ring, gifted by Kobe to his father Joe, has sold in our March Elite.
This is the same ring originally consigned to Goldin by the Bryant Family in 2013, & the new owner (NOT Joe Bryant) is our consignor. pic.twitter.com/ZaUD0PhRs4