Belive

კობი ბრაიანტის ფენომენალური რეკორდიდან 15 წელი გავიდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
2006 წლის 22 იანვარს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ შეხვედრაში, რომელშიც "ტორონტო" "ლეიკერსს" უპირისპირდებოდა, განუმეორებელმა კობი ბრაიანტმა შეუძლებელი შეძლო, თუმცა არსებობდა კი მისთვის რამე "შეუძლებელი"?! კალათბურთის მოყვარულებმა ეს ყველაფერი დეტალურად იციან, თუმცა უფრო დეტალურად, რომ მოგიყვეთ "შეუძლებელი" ფაქტი შემდეგში მდგომარეობს - კობი ბრაიანტმა "ტორონტოს" წინააღმდეგ ერთ მატჩში, ჯამში 81 ქულას მოუყარა თავი, პირველ მეოთხედში "მამბამ" 14 ქულა მოაგროვა, მეორეში 12, მესამეში 27, მეოთხეში კი 28. შეხვედრა "ლეიკერსის" გამარჯვებით, ანგარიშით 122:104 დასრულდა. აღნიშნული მაჩვენებლით კობი ყველა დროის საუკეთესოთა შორის მეორე პოზიციაზეა. პირველ ადგილს უილტ ჩემბერლენი იკავებს. ამ უკანასკნელმა 1962 წლის 2 მარტს "ნიუ იორკის" წინააღმდეგ 100 ქულას მოუყარა თავი, ის შეხვედრა ჩემბერლენის "ფილადელფიამ" ანგარიშით 169:147 მოიგო. ვიდეო:

სხვა სტატიები