ესპანელი გულშემატკივრების კომენტარები საქართველოსთან დამარცხების შემდეგ
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
"სამარცხვინო თამაში და უარესი ოვერ ტაიმი, თუმცა, მაინც დიდება ესპანეთს" "შევწყვიტოთ კრიტიკა და გავამხნევოთ ჩვენი ნაკრები. დღევანდელი მარცხი მხოლოდ ჩვენი ცუდი თამაშის ბრალი არ არის, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა" "ანდრონიკაშვილმა გააკეთა ის, რაც მის ნაკრებს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. საოცარი ტალანტის მქონე ბიჭი ჩანს" "დღევანდელის შემდეგ კიდევ გაქვთ ვინმეს პრეტენზია იმაზე, რომ ამ შემადგენლობიდან მხოლოდ 2-3 კაცი ითამაშებს ევრობასკეტზე?!" "ფუ, ქართველებმა გაგვანადგურეს" "წავაგეთ საქართველოსთან?! იდიოტების გუნდი ვართ, წარმოუდგენელია..."საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე G-ჯგუფში ასპარეზობა დაასრულა და სავარაუდოდ, ოთხი გამარჯვებით, მეორე ადგილს დაიკავებს. ჩვენი ნაკრები შესარჩევი ეტაპის, მესამე, დასკვნით ეტაპზე გადავიდა, სადაც ექვსგუნდიანი ჯგუფი შედგება. ჩვენი მომავალი მეტოქეები კი იტალიის, ისლანდიის და ნიდერლანდების ნაკრებები იქნებიან. შემდეგი მატჩები 24 და 27 აგვისტოს, ევრობასკეტის დაწყებამდე გაიმართება.