Belive

კლივლენდმა ინდიანა დაამარცხა და სერიაში ანგარიშის სხვაობა შეამცირა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის შეხვედრაში "კლივლენდ კავალიერსმა" "ინდიანა პეისერსი" 104:126 დაამარცხა და სერიაში სხვაობა შეამცირა - 2:1.

კლივლენდელები მთელი მატჩის მიმდინარეობას აკონტროლებდნენ, პირველ მეოთხედი ფრედ 32:32 დასრულდა, მეორე მეოთხედი კი "კავალიერსისთვის" მთლიანად მატჩის მოგების ტოლფასი შედეგით დასრულდა, მათ მეტოქე 21-ქულიანი სხვაობით 13:34 დაამარცხეს, მესამე პერიოდი ერთადერთი იყო, რომელიც ინდიანამ მოიგო 34:31, დასკვნით მეოთხედში კი კლივლენდმა კვლავ მოუგო მეტოქეს 25:29 და საბოლოოდ დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვა.

მატჩში ყველაზე მეტი 43 ქულა დონოვან მიტჩელმა ჩააგდო, 23 ქულა ჰქონდა ბენედიქტ მათურინს.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 12 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები