Belive

კლივლენდმა და დალასმა სერიაში ანგარიში გაათანაბრეს

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მე-2 შეხვედრაში ,,დალას მავერიქსმა'' ,,ოკლაჰომა სითი თანდერი'' სტუმრად 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 119:110 დაამარცხა. შედეგად, ჯეისონ კიდის გუნდმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1).

,,დალასს'' 29 ქულით, 10 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა. ორმაგი დუბლი გაიფორმა პი ჯეი ვაშინგტონმაც - 29 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება.

,,ოკლაჰომას'' შემადგენლობაში 33 ქულით, 12 მოხსნით, 8 პასით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით შეი გილჯეს-ალექსანდერი გამოირჩა.

,,ბოსტონ სელტიქსთან'' სერიაში ანგარიში გაათანაბრა ,,კლივლენდ კავალიერსმაც'', რომელიც წყვილში აშკარა აუტსაიდერად მიიჩნევა. ჯეი ბი ბიკერსტაფის გუნდმა მეტოქეს სტუმრად 24 ქულით, 118:94 მოუგო.

,,კლივლენდის'' რიგებში საუკეთესო დონოვან მიტჩელი იყო, რომელმაც 29 ქულას, 8 ასისტსა და 7 მოხსნას მოუყარა თავი.

25 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე.

11 მაისს ,,დალასი'' ,,ოკლაჰომას'' საკუთარ არენაზე უმასპინძლებს, ,,კლივლენდსა'' და ,,ბოსტონს'' შორის მომავალი მატჩი კი 12 მაისს, ოჰაიოში, გაიმართება.

სხვა სტატიები