კლეი ტომპსონი დალასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
5 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
კლეი ტომპსონი კარიერას ,,დალას მავერიქსში'' გააგრძელებს. ინფორმაციას NBA-ის ინსაიდერი ადრიან ვოიანაროვსკი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლეი ტეხასურ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რა დროშიც 50 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
გარიგებაში რამდენიმე გუნდი მონაწილეობს - თავის მხრივ, ,,მავერიქსი'' ,,შარლოტ ჰორნეტსში'' ჯოშ გრინს გაუშვებს.
NBA-ის გასულ სეზონში ტომპსონი ,,გოლდენ სტეიტ უორიორსის'' მაისურით ჩატარებულ 77 შეხვედრაში საშუალოდ 17,9 ქულას, 3,3 მოხსნასა და 2,3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.