ხორვატია დამარცხებულია | 16-წლამდე კალათბურთელები A დივიზიონში დასარჩენად იბრძვიან
საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა, ევრობასკეტის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, ხორვატიის ნაკრების დამარცხება მოახერხა (90:81) და A დივიზიონში დარჩენის შანსს ინარჩუნებს. 13-16 ადგილებისთვის გათამაშებაში, ჩვენ ხორვატებს მოვუგეთ, პოლონეთმა კი ბულგარეთს, ამიტო მე-13 ადგილისთვის საქართველო და პოლონეთი ერთმანეთს დაუპირისპირდება. მე-14, მე-15 და მე-16 ადგილზე გასული გუნდები B დივიზიონში დაქვეითდებიან.
მატჩის ყევლაზე შედეგიანი მოთამაშე მათე ყავლაშვილი გახდა - ქართველმა 28 ქულა დააგროვა, 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ჩვენი გუნდის რიგებში გამორჩეულები იყვნენ საბა ჟღენტი და ილია სულაძე, ორივე მათგანმა ხორვატიას 14-14 ქულა ჩაუგდო.
საქართველოსთვის საფინალო მატჩი 17 აგვისტოს, 17 საათზე დაიწყება. პოლონეთის ნაკრებს ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზეც ეთამაშა და 67:62 მოუგო.