Belive

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კავაი ლეონარდი დაბრუნდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"ლოს ანჯელეს კლიპერსისა" და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გულშემატკივრები კავაი ლეონარდის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდნენ.

კავაიმ გასული წლის ივნისში მიღებული ტრავმის შემდეგ, პარკეტზე დაბრუნება მხოლოდ 21 ოქტომბერს, "ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შეძლო.

"ლეიკერსის" წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში, კავაი ლეონარდმა საკუთარი წვლილი შეიტანა. პარკეტზე გატარებულ 21:17 წუთში, ლეონარდმა 14 ქულის, 7 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

"ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ლეონარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად მსგავსი შემთხვევა 3266 დღის წინ, 2013 წელს დაფიქსირდა.

სხვა სტატიები