Belive

კევინ დურანტმა NIKE-სთან კონტრაქტი ცხოვრების ბოლომდე გააფორმა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"ფინიქს სანსის" სუპერვარსკვლავმა კევინ დურანტმა NIKE-სთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში მისი სიცოცხლის ბოლომდე იქნება.

დურანტისა და ცნობილი სპორტული ბრენდი ურთიერთობა 2007 წლიდან იწყება. პარტნიორობამ 16 ბრენდირებული ფეხსაცმლის გამოშვება მოიცვა.

KD-ს მიერ გაფორმებული კონტრაქტი ყველანაირ პროდუქტს მოიცავს, რაც კალათბურთთან არის კავშირში. აღნიშნული შეთანხმების მიღწევით კევინი ისეთი სპორტსმენების რიგებში აღმოჩნდა, როგორებიც არიან ლებრონ ჯეიმსი და მაიკლ ჯორდანი.

ბოლო 16 წლის განმავლობაში, კევინ დურანტი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, Nike-ის ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი იყო . მოხარული ვართ, რომ მასთან ურთიერთობა უსასრულოდ გაგრძელდება. - განაცხადა NIKE-ს სპორტული მარკეტინგის დირექტორმა ჯონ სლუშერმა.

სხვა სტატიები