ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების განრიგი ცნობილია
4 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
დღეს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევრობასკეტის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს მეტოქეები ცნობილი გახდნენ. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი C ჯგუფში ბოსნიასთან, იტალიასთან, საბერძნეთთან, კვიპროსთან და ესპანეთთან ერთად იასპარეზებს.
პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ 28 აგვისტოს, 20:00 საათზე გამართავს. შემდეგი იტალიაა, რომელთაც ასევე 20:00 საათზე, 30 აგვისტოს შევხვდებით. რაც შეეხება ჯგუფის ბოლო ორ შეხვედრას, მათ 31 აგვისტოს საბერძნეთთან და 2 სექტემბერს მასპინძელ კვიპროსთან გავმართავთ. აღსანიშნავია, რომ ეს ორი შეხვედრაც 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ევრობასკეტს ფინეთი, პოლონეთი, კვიპროსი და ლატვია უმასპინძლებენ. საქართველო საკუთარ შეხვედრებს კვიპროსში ქალაქ ლიმასოლში გამართავს.