კევინ დურანტი ბრუკლინის დატოვების ზღვარზეა!
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სუპერვარსკვლავი და დიდების დარბაზის მომავალი წევრი - კევინ დურანტი "ბრუკლინ ნეტსის" დატოვების ზღვარზეა.
გავლენიანი ამერიკული საკალათბურთო ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბრუკლინსა" და "ფინიქსს" შორის, დურანტის გაცვლასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია, რის შედეგადაც დურანტი "ფინიქს სანსის" ღირსებას დაიცავს.
Basketball Forever-ის მტკიცებით, კევინ დურანტის სანაცვლოდ "ბრუკლინში" მიკალ ბრიჯისი, ქემ ჯონსონი და ჯეი კროუდერი გადავლენ. "ბრუკლინს" ასევე უფლება ექნება მიიღოს პირველი რაუნდის 4 არჩევანი და 2028 წლის "პიკის" გაცვლასაც შეძლებს.
BREAKING: Nets are trading Kevin Durant to the Suns, per @ChrisBHaynes pic.twitter.com/09hd9mbxfa
— Bleacher Report (@BleacherReport) February 9, 2023
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ბრუკლინი" გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა კაირი ირვინგმა დატოვა. ირვინგის "დალასში" წასვლის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ გუნდს კევინ დურანტიც დატოვებდა.